ყოფილ ქმართან, ჯონი დეპთან სკანდალურ სასამართლო პროცესში დამარცხებისა და კინო კარიერაში განცდილი კრახის შემდეგ, ემბერ ჰარდმა ჰოლივუდი დატოვა და საცხოვრებლად, ქალიშვილთან ერთად, ესპანეთში გადავიდა.
„ემბერი ორ ენაზე საუბრობს, მათ შორის ესპანურზე. ის ახლა განსაკუთრებულად ბედნიერია და მოხარულია, რომ ქალიშვილს ზედმეტი ყურადღების ცენტრში ყოფნისა და ქაოსის გარეშე ზრდის. მე არ ვფიქრობ, რომ მას სურს აქტიურ საქმიანობას დაუბრუნდეს“, – განუცხადა ინსაიდერმა „დეილი მეილს“.
ცნობისთვის, 37 წლის მსახიობმა კალიფორნიაში მდებარე სახელი გასულ წლის ზაფხულში, 1,1 მილიონ დოლარად გაყიდა.
„ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ რთული გადაწყვეტილება მივიღე“ – ემბერ ჰარდი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს