ემბერ ჰერდი ამბობს, რომ მან ცხოვრებაში ძალიან დიდი საჩუქარი მიიღო. აღმოჩნდა, რომ საუბარია არა მის ქმარზე, ჯონი დეპზე, არამედ დეპისა და ვანესა პარადის შვილებზე – ლილი-როუზსა და ჯეკზე.
„ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი ოდესმე მიმიღია. ისინი ისე ძალიან მიყვარს, რომ ადრე ამისი წარმოდგენაც არ შემეძლო. ჩემს ცხოვრება მათ გაალამაზეს და ბედნიერი ვარ,“ – განაცხადა ემბერმა გამოცემა Marie Claire-თან ინტერვიუში.
ვანესა პარადის ჯონი დეპი 2012 წელს დაშორდა. ოფიციალურად ისინი არც იყვნენ დაქორწინებული და მიიჩნევდნენ, რომ ფორმალობა საჭირო არ იყო. თუმცა ჰერდთან გადაწყვეტილება შეცვალა და წყვილმა ხელი მოაწერა.