როგორც ჩანს, ემბერ ჰერდი მარტოხელას სტატუსით დიდხანს არ ივლის. ვარსკვლავთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მსახიობი ცოლად თავის ახალ რჩეულს, კომპანია “ტესლას” დამფუძნებელს, ილონ მასკს მიჰყვება.
ინსაიდერების ცნობით, მილიარდერმა უკვე სთხოვა ხელი ლამაზმანს და მანაც თანხმობა განუცხადა. სხვა დეტალი ამ დროისთვის უცნობია.
ცოტა ხნის წინ, ჰერდის მამამ პრესას ქალიშვილის შესახებ უამბო და განაცხადა, რომ მისი შვილი ძალიან ბედნიერია. მასკის მეგობრები კი ამ კავშირს ეჭვის თვალით უყურებენ და აცხადებენ, რომ როგორც ჯონი დეპის შემთხვევაში იყო, ჰერდი ილონსაც ფულისთვის გამოიყენებს და მიატოვებს.