LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემბერ ჰერდი ჯონი დეპისგან სულ მცირე 20 მლნ დოლარს მიიღებს

262

ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სკანდალური დაშორების შემდეგ ახალი დეტალების შესახებ დასავლური მედია თითქმის საათში ერთხელ წერს. ემბერი დეპს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, მსახიობს ყოფილი ცოლი, ვანესა პარადი საჯაროდ იცავს, ცოტა ხნის წინ კი ემბერისა და კარა დელევინის რომანზე ალაპარაკდნენ…

ფინანსური ექსპერტები ამბობენ, რომ გაყრის პროცესისას ემბერს შეუძლია, ჯონისგან მინიმუმ 20 მლნ დოლარი მიიღოს. წყვილს დაქორწინებისას არ დაუდია კონრტრაქტი, ახლა კი, კალიფორნიის შტატის კანონმდებლობის მიხედვით, ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების თანაბრად გაყოფა მოუწევს. ქორწინებამ 15 თვეს გასტანა და ამ პერიოდში უმეტესი შემოსავალი დეპის იყო – მხოლოდ ფილმებმა მსახიობს 100 მლნ დოლარამდე მოუტანა, ემბერის შემოსავალი კი 2015 წელს სულ რაღაც 383 ათასი დოლარი იყო.

სწორედ ამიტომ ჰქონდა ემბერს ბედნიერი ღიმილი სახეზე კვირას, მას შემდეგ, რაც საკუთარ ადვოკატებს ესაუბრა. სახეზე სილურჯის გამო, რომელიც, ემბერის მტკიცებით, დეპის აიფონის ბრალია, ყოფილ ქმარს მასთან მიახლოება აუკრძალეს, სულ მალე კი ჰერდი უამრავი მილიონის მფლობელი გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g