ემბერ ჰერდი ცოტა ხნის წინ დაშორდა მილიარდერ ილონ მასკს, თუმცა 31 წლის მსახიობი მარტოობას დიდხანს ვერ ეგუება. სექტემბერში ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც ის უცნობ მამაკაცს კოცნის. ბუნებრივია, პრესამ ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ ჰერდის ახალი ბოიფრენდი კასკადიორი მან ჰირ დევისია.
კერძოდ კი: ემბერის ახალი მამაკაცი წარმოშობით ახალი ზელანდიიდან არის. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფილმებში, როგორიც არის „კინგსმენი: საიდუმლო სამსახური“, „მოჩვენება ჯავშანში“, ხოლო „ჰობიტში“ მან რიჩარდ არმიტეჯის ორეულის განასახიერა.
დევისმა და ემბერმა ერთმანეთის „აქვამენის“ გადაღებებზე გაიცნეს. თვითმხილველების თქმით, მას შემდეგ ისინი განუყრელები არიან.