LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემბერ ჰერდმა და ილონ მასკმა რომანი ოფიციალურად დაადასტურეს

204

31 წლის ემბერ ჰერდი და 45 წლის ილონ მასკი ურთიერთობას აღარ მალავენ. ცნობილმა ბიზნესმენმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ მსახიობთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა, თუმცა მთავარი დეტალი მასზე მასკის ლოყაა, რომელზეც ტუჩსაცხისგან დატოვებული კოცნის კვალი ჩანს.

ამ დროისთვის ჰერდი „აქვამენის“ გადაღებებით არის დაკავებული, რომელიც ავსტრალიაში მიმდინარეობს. გადაღებებს შორის შესვენებაზე მასკმა საყვარელ ქალს განტვირთვა მოუწყო და საკუთარ შვილებთან და საყვარელ ქალთან ერთად გაისეირნა.

ხმები მასკისა და ჰერდის რომანის შესახებ გასული წლის აგვისტოდან დადის. მას შემდეგ, რაც მსახიობი ყოფილ მეუღლეს, ჯონი დეპს სკანდალურად დაშორდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g