ემბერ ჰერდმა გუშინ პოლიცია კვლავ გამოიძახა, ამჯერად ჯონი დეპის მეგობრების გამო, რომლებსაც სახლიდან ჯონის პირადი ნივთების წაღება სურდათ. ჰერდის წარმომადგენლებმა გამოიძახეს პოლიცია და განაცხადეს, რომ ჯონი დეპი სასამართლოს გადაწყვეტილებას არღვევს, რომლის მიხედვითაც, მას ყოფილ ცოლთან მიახლოება აეკრძალა.
ჟურნალი People წერს, რომ თავად დეპი დასასვენებლად საკუთარ კუნძულზე იმყოფება და მას არ აქვს აკრძალული პირადი ნივთების აღება სახლიდან.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ გამოძახებაზე სწრაფი რეაგირება ჰქონდათ, თუმცა სახლში არც ჰერდი იყო, არც დეპი, კარი კი დაკეტილი დახვდათ. პოლიციელებმა არ მიიჩნიეს საჭიროდ, სახლში შეჭრილიყვნენ.