კვისლენდში, ემბერ ჰერდისა და ჯონი დეპის სასამართლოს წინა ეტაპი გაიმართა. მიმდინარე წლის აპრილში მათ ქვეყანაში თან ძაღლები ჩამოიყვანეს, ისე, რომ არ გააფრთხილეს ადგილობრივი ვეტერინარული სამსახურები და ქვეყნის კანონები დაარღვიეს. ბოლო სამ თვეში რიგით მეხუთე პროცესი 16 აპრილს გაიმართება და პასუხს წესების დარღვევისთვის დეპის მეუღლე აგებს.
ავსტრალიის კანონებით კი, ქვეყანაში ცხოველების უნებართვოდ შეყვანა 100 000 დოლარიანი ჯარიმით ან 10 წლიანი პატიმრობით ისჯება.
შეგახსენებთ, რომ სკანდალი ამ ისტორიის გარშემო 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც „კარიბის ზღვის მეკობრეების“ გადაღების ფარგლებში პირადი თვითმფრინავით წყვილი ავსტრალიას ორ ტერიერთან – ბუსთან და პისტოლთან ერთად ესტუმრა. ინფორმაცია კი მას შემდეგ გაჟღერდა, რაც დეპმა და ჰერდმა ძაღლები ცხოველების ადგილობრივ სალონში ბეწვის შესაჭრელად მიიყვანეს, მათი ფოტოები დაწესებულების თანამშრომლება სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს.