LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ემბისი“-ს საკრედიტო რეიტინგი B პოზიტიურამდე გაიზარდა

566
ემბისი

წამყვანმა ევროპულმა სარეიტინგო სააგენტომ Scope Rating მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ემბისი“ საკრედიტო რეიტინგი B პოზიტიური პერსპექტივით შეაფასა (Outlook Positive).

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სარეიტინგო შეფასება, 2023 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. გასულ წელს „ემბისი“-ს საკრედიტო რეიტინგი B სტაბილური იყო.

კაპიტალის ადეკვატურობა, გაზრდილი მომგებიანობა, დივერსიფიცირებული დაფინანსების წყაროები და გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით სფეროებში ჩადებული ინვესტიცია ის ძირითადი პარამეტრებია, რომლებზე დაყრდნობითაც „ემბისი“-ს სარეიტინგო შეფასება გაუმჯობესდა.

ანგარიშში Scope-მა დადებითად შეაფასა „ემბისი“-ს სტრატეგიული გადაწყვეტილება მიკრობანკის ლიცენზიაზე განაცხადის გაკეთების შესახებ. Scope-ის აზრით, მიკრობანკის სტატუსთან დაკავშირებული მარეგულირებლის მოთხოვნები გააუმჯობესებს კომპანიის კაპიტალისა და რისკის მართვის შესაძლებლობებს, ამასთანავე, მისცემს წვდომას უფრო დიდ პოტენციურ ბაზარზე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g