LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ემბისიმ“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდისგან 7 მილიონი ლარის ოდენობის სესხი მიიღო ქალი მეწარმეების და ფერმერების მხარდასაჭერად

523
ქავერი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ „ემბისი“ (მიკრო ბიზნეს კაპიტალმა) EFSE-სგან (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის) 7 მილიონი ლარის სესხი მიიღო. ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური რესურსის მოზიდვის მიზანია სავალუტო რისკების აღმოფხვრა და საქართველოში მცხოვრები მეწარმე ქალებისა და ფერმერებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

„მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ საინვესტიციო ფონდთან, როგორიცაა EFSE-ა (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის). მიღებული ფინანსური რესურსი მოხმარდება საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ქალი მეწარმეების და ფერმერების გაძლიერებას. მიღებული ინვესტიცია კომპანიას დაეხმარება მნიშვნელოვნად გაზარდოს საქმიანობის მასშტაბი და წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, – თათია ჯაჯანაშვილი, „ემბისი“-ს ფინანსური დირექტორი

„ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სესხი, რომელიც მიმართულია მიკრო და მცირე საწარმოების დაფინანსებაზე, განსაკუთრებით იმ საწარმოების, რომლებიც ოპერირებენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით და რომლებსაც მართავენ ან ფლობენ ქალები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს სურვილებს, ხელი შევუწყოთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. მიკრო და მცირე საწარმოებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის და მონაწილეობის შესაძლებლობების შექმნის გზით, ჩვენ მიზნად ვისახავთ არა მხოლოდ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას და სამუშაო ადგილების შექმნას, არამედ წვლილი შევიტანოთ უფრო ინკლუზიური და ინტეგრირებული ეკონომიკის და საზოგადოების ჩამოყალიბებაში. მოხარულები ვართ კომპანია „ემბისი“-სთან ამ ტრანსფორმაციული პარტნიორობის დაწყებით. ეს თანამშრომლობა ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას მნიშვნელოვანი ზეგავლენები ვიქონიოთ და ხელი შევუწყოთ რეგიონში პოზიტიურ ცვლილებებს“, – დოქტორ კლაუს მიულერი, EFSE-ს საბჭოს თავმჯდომარე.

ემბისის შესახებ:

„ემბისი“ წარმოადგენს საფინანსო ორგანიაზაციას, რომელიც საქართველოში უკვე 10 წელია წარმატებით საქმიანობს. კომპანია წარმოდგენილია თბილისში და 7 რეგიონში, ჯამში 17 სერვის ცენტრით. „ემბისი“-ს როგორც საფინანსო ინსტიტუტის, მიზანია პასუხისმგებლობიანი დაფინანსების გზით მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების და პროდუქტების შეთავაზება და მათთან გრძელვადიანი და გამჭვირვალე ურთიერთობის ჩამოყალიბება. კომპანია ფლობს „B“ სტაბილურ საკრედიტო რეიტინგს გერმანული სარეიტინგო კომპანია Scope Rating-სგან. „ემბისი“ არაერთი მნიშვნელოვანი კონკურსის გამარჯვებულია, როგორიცაა „პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – Meliora 2022“, „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო – BARTA 2021/2022“, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023“-ის გამარჯვებული ნომინაციაში – SDG4 (ხარისხიანი განათლება), ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის და ა.შ. ასევე, კომპანიამ 2022 წელს წარმატებით გამოუშვა კომპანიის ისტორიაში პირველი ლარის არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდის (EFSE) შესახებ

გავლენის საინვესტიციო ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) დაფუძნდა 2005 წელს. ფონდი (EFSE) მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ სამეზობლოში, მიკრო და მცირე საწარმოების წარმატებაში ინვესტიციების გზით და ასევე, კერძო პირებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებით.

გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსურ რესურსებზე წვდომა საკვანძოა ამ სეგმენტის განვითარებისთვის, EFSE ფოკუსირებულია დაეხმაროს ადგილობრივ საფინანსო სექტორს განავითაროს აღნიშნული სამიზნე ჯგუფის დაფინანსება და მხარდაჭერა. საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, ფონდი EFSE, Development Facility-ის პროგრამის მეშვეობით, უზრუნველყოფს ტექნიკურ, სატრენინგო და სხვა სახის არაფინანსურ მხარდაჭერას მეწარმეებისა და საფინანსო ინსტიტუციებისთვის. ფონდის გავლენის მართვის სისტემამ, მისი მრჩეველი ორგანიზაციის – Finance in Motion-ის მეშვეობით, 2021 წელს მოიპოვა ვერიფიკაცია გავლენის აუდიტორული კომპანიისგან BlueMark, რომელიც ადასტურებს ფონდის ზეგავლენის მართვის მტკიცე საოპერაციო პრინციპების არსებობას.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდი (EFSE) დაფუძნდა KfW განვითარების ბანკის მიერ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. EFSE კაპიტალს იზიდავს დონორი სააგენტოებიდან, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან და კერძო ინსტიტუციური ინვესტორებიდან.

(R)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g