გუშინ ლონდონში პოპულარული ჟურნალის GQ-ს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. Tate Modern-ის ხელოვნების გალერეაში ვარსკვლავებმა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მოიყარეს თავი.
მიუხედავად დაჯილდოების ცერემონიის სახელწოდებისა, GQ Men of the Year Awards, პრემიები ქალბატონებსაც დაურიგეს. მაგალითად, წლის საუკეთესო მოდელად ბელა ჰადიდი დასახელდა, რომელიც ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო. საუკეთესო სატელევიზიო მსახიობად ეიდან ტერნერი დასახელდა, წლის ქალის ტიტული ემი შუმერს ერგო, ხოლო წლის დიჯეი კელვინ ჰარისია.