ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 185 მოქალაქეს გრანტი გადაეცემა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება და რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
185 დაბრუნებული მიგრანტი, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ, სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია.
გრანტის მაქსიმალური ოდენობა 4000 ლარია.