გასული წლის ზაფხულში „დისნეიმ“ მერი პოპინსის შესახებ ფილმის გადაღებების დაწყება დააანონსა. მთავარ როლზე ემილი ბლანტი მიიწვიეს. რამდნეიმე დღის წინ კი პაპარაცებმა მსახიობი გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს.
ცნობილია, რომ ბლანტს პარტნიორობას ფილმში მსახიობი და კომპოზიტორი ლინ მანუელ მირანდა უწევს, რეჟისორი კი რობ მარშალია.
შეგახსენებთ, რომ ფილმის ორიგინალი 1964 წელს გადაიღეს და სურათმა 6 მილიონიანი ბიუჯეტით 100 მილიონი დოლარის მოგება მოიტანა. ამასთან, მან მიიღო ექვსი „ოსკარი“, მათ შორის ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“ (ჯული ენდრიუსი).
ახალი „მერი პოპინსის“ რელიზი 2018 წლის დეკემბერში შედგება.
https://www.instagram.com/p/BRMGU_1Bk0-/