ემილია კლარკმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ თმა ყვითლად აქვს შეღებილი: „მე ეს გავაკეთე. დრაკონების დედა, გაიცანი ემილია. ემილია, გაიცანი დრაკონების დედა“, – დააწერა ვარსკვლავმა ფოტოს.
მსახიობის თქმით, ყოველთვის, როდესაც დეინერისის პარიკს ირგებდა, საკუთარი თავი ძალიან მოსწონდა. „ვიცოდი, რომ ოდესმე ამ ნაბიჯს აუცილებლად გადავდგამდი. ერთ რამეს ვიტყვი – იყო ქერათმიანი, ძალიან სახალისოა!“ – ამბობდა ემილია ინტერვიუებში.
„სამეფო კარის თამაშების“ თაყვანისმცემლები კი მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ მისი გმირი მუქ თმიანი გახდეს.

