LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Emmy 2025-ის ნომინანტთა სია ცნობილია – საერთო რაოდენობით HBO Max-ის პროექტები ლიდერობენ

115
1

ამერიკული სატელევიზიო პრემია, Emmy 2025-ის ნომინანტების სია ცნობილია.

„წლის საუკეთესო დრამატული სერიალის“ ნომინაციაზე წარდგენილია სერიალები: „ანდორი“, „დიპლომატი“, „ერთ-ერთ ჩვენგანი“, „სამოთხე“, „საავადმყოფო პიტი“, „განცალკევება“, „თეთრი ლოტოსი“და „ნელი ცხენები“.

საუკეთესო კომედიური სერიალის განყოფილებაში „სკოლა ებოტი“, „ეშმაკობები“, „დათვი“, „ეს არავის უნდა“, „მკვლელობები ერთ შენობაში“, „თერაპია“, „კინოსტუდია“, და „რას ვაკეთებთ ჩრდილში“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ნომინაცია Apple TV+ სერიალებმა „განცალკევებამ“ და „კინოსტუდიამ“ მიიღეს. ისინი 27 და 23 ნომინაციით დაწინაურდნენ. საერთო რაოდენობით კი სტრიმინგ სერვისის HBO Max-ს პროექტები, 142 ნომინაციით ლიდერობენ. მეორე ადგილზეა Netflix-ი 120 ნომინაციით, მესამე კი Apple TV+ 79 ნომინაციით.

Emmy 2024-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები