LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ემოცია ვერ მოვთოკე, აღშფოთებულმა გამოვართვი ბიულეტენები და მოვათავსე საარჩევნო ყუთში… ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია“ – მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რატომ ჩაყარა 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენები საარჩევნო ყუთში

165
როვშან ისკანდაროვი

26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს, სოციალურ ქსელში მარნეულის 69-ე უბანზე გადაღებული კადრები გავცრელდა – ვიდეოში ჩანს, როგორ ყრის პირი საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენს.

„მივმართავ მარნეულის საოლქო კომისიას, სასწრაფოდ გაერკვნენ სიტუაციაში და მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება“ – რას ამბობს გიორგი კალანდარიშვილი მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტზე

აღნიშნული პირი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვია, რომელიც სადახლოში, N69 უბანზე მომხდარ ინციდენტს 27 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ისკანდაროვის პოსტში, რომელსაც მარნეულის რადიო ავრცელებს, წერია, რომ მისი მიზანი არჩევნების გაყალბების მცდელობა არ ყოფილა და ეს ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

პრეზიდენტი: „სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება“

„მინდა სიცხადე შევიტანო და ნათელი მოვფინო ჩემ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სიცრუის კამპანიას! ეს გახლავთ ცილისწამება, თითქოს, მე არჩევნების გაყალბების მცდელობის მიზნით, საარჩევნო უბანზე ვყრიდი ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში! რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შეგნებულად ამახინჯებენ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეომასალას ავრცელებენ.

ფაქტი კი იყო შემდეგი: როდესაც საარჩევნო უბანზე შევნიშნე ჩოჩქოლი და აყალ-მაყალი, მაშინვე შევედი შიგნით და ვცადე გავრკვეულიყავი სიტუაციაში და აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გაუგონარი სითავხედით არღვევდნენ საარჩევნო წესებს.

ისინი ეწეოდნენ აგიტაცია-პროპაგანდას საარჩევნო უბანზე და „ქართული ოცნების“ პოტენციურ ამომრჩევლებს არ აძლევდნენ ბიულეტენის ყუთში მოთავსების საშუალებას და სწორედ ეს ბიულეტენები ეჭირათ მათ (ოპოზიციის წარმომადგენლებს) ხელში, რისი მოწმეც არა ერთი ადამიანია.

მე ემოცია ვერ მოვთოკე და აღშფოთებულმა გამოვართვი ხელიდან ბიულეტენები და მოვათავსე საარჩევნო ყუთში. ასე რომ, ჩემი მიზანი კი არ ყოფილა არჩევნების გაყალბების მცდელობა, არამედ ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია”, – აღნიშნულია ისკანდაროვის მიერ 27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც „რადიო მარნეული“ ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულის 69-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g