„ემოციები რომ აღარ მეყო, ტირილი დავიწყე“ – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დედამ თამუნა ბლიაძემ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის მცველის დედა „პირველებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ შვილის წარმატებით ბედნიერია და ქართველ გულშემატკივრებს მადლობას უხდის.
„ძალიან ბედნიერები ვართ მთელი ოჯახი ამ ყველაფრით. ეს ყველაზე დიდი ჯილდოა ჯერჯერობით, რაც კი მიუღია. ემოციები რომ აღარ მეყო, ტირილი დავიწყე ბოლოს. ჩემი შვილის წარმატებით უბედნიერესი ვარ. ხალხს ვეტყოდი, რომ უღრმესი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და იმ ყველაფრისთვის, რასაც ბიჭებს უკეთებენ“ – ამბობს თამუნა ბლიაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დილით დაბრუნდა. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
❗ ემოციები რომ აღარ მეყო, ტირილი დავიწყე – მამარდაშვილის დედა
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 02 ივლისი, 2024