LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციური კადრები: ეტლით მოსარგებლე პატარძალმა ქორწილში გაიარა, სიძემ კი ცრემლების შეკავება ვერ შეძლო

28496
Capture

ჩელსი ჰილმა მომავალ მეუღლეს ქორწილში ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო. გოგონა უკვე წლებია ეტლით მოსარგებლეა და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საკურთხეველთან საკუთარი ფეხით მივიდოდა.

29 წლის ჰილი ეტლით მოსარგებლე 2010 წელს გახდა. გოგონას ცხოვრება ერთ დღეში შეიცვალა, თუმცა ის არასდროს დანებებულა და მოდუნება ერთი წამითაც არ უფიქრია. მან ლოს-ანჯელესში ეტლებით მოცეკვავეთა გუნდი ჩამოაყალიბა, გახდა არაერთი საინტერესო პროექტის ინიციატორი და ინსტაგრამზე ათასობით გამომწერს არნახულ მოტივაციასაც აძლევს.

როგორც ჰილმა Insider-ს უთხრა, ქორწილში საკურთხეველთან გავლა მისი დიდი ხნის ოცნება იყო.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სავარძელში ჯდომაში არაფერი ცუდი არ არის. უბრალოდ, ჩემი ქორწილი ყოველთვის სხვანაირად წარმომედგინა.“
პატარძლის სიურპრიზები საკურთხეველთან არ დასრულებულა და მან სტუმრები ცეკვის დროსაც სასიამოვნოდ გააოცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები