ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულ დათი ქოქრაშვილს სახლში მონატრებული კლასელები ესტუმრნენ.
ემოციურ კადრებს საზოგადოებას სოციალურ ქსელში დათის ერთ-ერთი კლასელის მშობელი, სოფო იოსებიძე უზიარებს.
შარტავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
ვიდეო: „უხარია რომ დაბრუნდა საქართველოში, ეს არის მთავარი“ – დათი ქოქრაშვილი სამშობლოში დაბრუნდა
როგორც დათის მამამ, ირაკლი ქოქრაშვილმა მედიასთან განმარტა, სარეაბილიტაციო პროცედურებისგან მცირე ხანს ისვენებენ.
დათის დასახმარებლად უამრავი ადამიანია გაერთიანებული.
შეგახსენებთ, დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ დათის დედის ანგარიშზე.
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი
TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483