ლეონარდო დიკაპრიომ და მისმა საცოლემ, ვიტორი ჩერეტიმ უქმეები იბიცაზე, ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის, 485 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერ იახტაზე გაატარეს.
დიკაპრიო და ჩერეტი ამ იახტაზე უკვე მეორედ იმყოფებიან. წინა ზაფხულს ისინი წყვილს სარდინიაზე შეუერთდნენ. ამჯერად კი, ოთხეულმა ხმელთაშუა ზღვის მზის ქვეშ, იბიცაზე გაატარა დღე.
პაპარაცებმა ისინი ემოციური და საოცრად თბილი შეხვედრის დროს გადაიღეს.
ლორენ სანჩესი ქმრის გარეშე – ბეზოსის ცოლი დიკაპრიოსთან პარიზში ბრწყინავს







