LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციური ვიდეო: ქართულმა ლეგიონმა ოკუპანტებისგან უკრაინის ერთ-ერთი სოფელი გაათავისუფლა – “ადგილობრივმა ჩვენი გმირი ბიჭები დააპურა”

22957
BeFunky-collage (4)

სოციალურ ქსელში ჯანო ჟვანია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართულმა ლეგიონმა, რომელიც უკრაინაში იბრძვის, ოკუპანტებისგან ერთ-ერთი სოფელი გაათავისუფლა.

მადლიერების ნიშნად კი, სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ქართველი მებრძოლები დააპურა.

“ჩვენმა ძმებმა ქართული ლეგიონიდან უკრაინის ერთ-ერთი სოფელი გაათავისუფლეს რუსი ოკუპანტებისგან.

სოფლის მცხოვრებმა ჩვენი გმირი ბიჭები დააპურა

Lasha Rukhaia ვამაყობ შენით ძმაო

მშვიდობით და გამარჯვებით დაგვიბრუნდით ჩვენო გმირებო”, – წერს ჯანო ჟვანია.

ცნობისთვის, უკრაინაში მებრძოლი ლაშა რუხაია აგვისტოს ომის ვეტერანია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და რამდენიმე დღეში დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები უკვე ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ რუსეთის ჩანაფიქრმა და საომარმა სტრატეგიამ მარცხი განიცადა.

ომმა, ორივე მხარეს, უკვე შეიწირა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 17 800 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g