LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციური წერილი დედისგან, რომელმაც შვილის სიცოცხლე მისი გაშვილებით გადაარჩინა: „სიკვდილი გამოვიარე, როდესაც იმ დაწყევლილ ადგილას ვიდექი და უნდა მიმეტოვებინე…დაგტოვე, რადგან მოგკლავდნენ“

1079
2024-10-25_23-21-19_369813

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დედის მიერ გაგზავნილ წერილს გვიზიარებს, სადაც მძიმე ისტორიაა აღწერილი.

როგორც წერილში ვკითხულობთ დედა იძულებული გახდა, რომ შვილი ბავშვთა სახლში ჩაებარებინა.

ქალი თამუნა მუსერიძეს შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს.

„გამარჯობა, ბავშვთა სახლში ჩავაბარე გოგონა, ლამაზი და ჯანმრთელი. სვანი ვარ, შვილი ქორწინების გარეშე გავაჩინე და სიკვდილს გამოვგლიჯე ხელიდან. მამაჩემმა სანადირო თოფი მიადო თავზე და რომ არა ჩემი ძმა არ ვიცი რა მოხდებოდა, მზარავს. გამოვიქეცი, მამამ და მამის ოჯახმა უარი თქვა, ნაბიჭვარი არ გვჭირდებაო. მიპოვნეს და ძალიან მცემეს, მამიდამ გადაგვარჩინა და გვმალავდა, თუმცა მაინც გვიპოვნეს. დაიბადე 1998 წლის პირველ აპრილს. სიკვდილი გამოვიარე, როდესაც იმ დაწყევლილ ადგილას ვიდექი და უნდა მიმეტოვებინე. დაგტოვე, რადგან თუ გიპოვნიდნენ მოგკლავდნენ. მაშინ როცა შენ ტიტინებდი, ყველაფერი გაინტერესებდა და გიყვარდი. მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს თუ ყოველ წუთს შენზე არ მეფიქროს. მახსოვს შენი სუნი ყველაფერს ვფიცავარ და შენი ყოველი ნაკვთი…“, – ვკითხულობთ წერილში.

ემოციური წერილი, რომელიც დედამ ქალიშვილისთვის მანამდე დაწერა, სანამ მის გაშვილებას გადაწყვეტდა: „თათულიას დედას, სამწუხაროდ, ქალიშვილი არც მას შემდეგ გახსენებია, რაც ბიჭი შვილი გარდაეცვალა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g