LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემზარ კვიციანი კანონიდან ტერმინების – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვს

91

პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის ცვლილებას ითხოვს.

ემზარ კვიციანმა შესაბამისი ცვლილებები უკვე მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

დეპუტატი კანონიდან არსებული ტერმინების – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვს.

კვიციანი მიიჩნევს, რომ კანონში აღნიშნული ტერმინების არსებობით ზნეობრივი ნორმები ირღვევა. კანონმდებლობაში ჩამოთვლილი ტერმინები 2014 წელს აისახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები