„პატრიოტთა ალიანსის“ წევრს დეპუტატ ემზარ კვიციანს YouTube არხი აქვს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
“მეგობრებო ჩემი იუთუბის არხია, გააზიარეთ და გამოიწერეთ,” – მოუწოდა დეპუტატმა “ფეისბუქ” მეგობრებს.
მის არხზე მხოლოდ ერთი ვიდეო დევს – “ერთი დღე ემზარ კვიციანთან, რობერტო მავანი”.
აღსანიშნავია, რომ მანამდე კვიციანმა შემთხვევით Facebook LIVE ჩართო. 7 წუთის განმავლობაში მან არ იცოდა, რომ ღილაკს ხელი დააჭირა.