LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენ ჰეჩი აპარატიდან ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით მოხსნეს, მსახიობი ორგანოების დონორი გახდა“ – დასავლური მედია

6371
page

როგორც ცნობილია, ამერიკელი მსახიობი, ენ ჰეჩი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა, დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ლოს-ანჯელესში ორსართულიან სახლს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. სახლში მცხოვრები პირები არ დაზარალებულან, ჰეჩის მანქანიდან გამოყვანას კი 59 მაშველი  ცდილობდა.

53 წლის მსახიობს ტვინი ჰქონდა დაზიანებული. ის ერთი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც  ოჯახის წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს და ის აპარატიდან მოხსნეს. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მისი ორგანოები დონორთა ბანკში გადაიგზავნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები