ენ ჰეთეუეის მარტში შვილი ეყოლა, ჯონათანი. მშობიარობიდან რამდენიმე თვეა გასული და ვარსკვლავი მოუწოდებს დედებს, ნუ შერცხვებათ საკუთარი სხეულის.
„არ არის სირცხვილი, ორსულობის დროს თუ წონაში მოიმატეთ, ანდა ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო… არ არის სირცხვილი, თუ ფორმაში ჩადგომას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ფიქრობდით. ნურც ახალი ჯინსის შორტების ყიდვის გცხვენიათ, თუ ძველი უკვე დაგიპატარავდათ… ჩვენი სხეული იცვლება, ზომები იზრდება და ნებისმიერ მდგომარეობაში ძალიან ლამაზები ვართ, არავის მისცეთ ნება, საწინააღმდეგო თქვას,“ – წერს ჰეთეუეი „ინსტაგრამზე“.