დღეს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის მსახიობი ენ ჰეთეუეი ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს მსახიობი ლოს-ანჯელესის აეროპორტში გამოჩნდა. პაპარაცების ობიექტივში ჰეთეუეი მაშინ მოხვდა, როდესაც აეროპორტის ტერიტორიას ტოვებდა. მსახიობს უკვე ეტყობა მომრგვალებული მუცელი.
მაისურსა და ჯინსებში გამოწყობილმა მსახიობმა წონაში მოიმატა. მედიას კარგად ახსოვს ჰეთეუეის პირველი ორსულობა, როდესაც ის წონაში საგრძნობლად იყო მომატებული.