LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენდრიუ ლინკოლნის წასვლის შემდეგ, თაყვანისმცემლების ნახევარი “მოსიარულე მკვდრებს” აღარ უყურებს

106

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ენდრიუ ლინკოლნი სერიალ „მოსიარულე მკვდრებს“ ტოვებს, შოუს თაყვანისმცემლები ორ ბანაკად გაიყვნენ: ერთი ნაწილი თვლის, რომ პროექტის ყურებას მთავარი პერსონაჟის წასვლის მიუხედავად გააგრძელებს, მეორეს აზრით კი, ლინკოლნის გარეშე მოვლენების განვითარება ვერ წარმოუდგენია.

თაყვანისმცემლების დააახლოებით ნახევარმა (44%-მა) განაცხადა, რომ სერიალის მე-9 სეზონს აღარ დაელოდება, 37%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ მოიქცევა, ხოლო 18%-ის აზრით, ისინი სერიალს ნებისმიერ შემთხვევაში უყურებენ.

აღსანიშნავია, რომ სხვა გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტების 72%-ის აზრით, შოურანერების ამბიციების მიუხედავად, უმჯობესია, მე-9 სეზონის მერე პროექტი საერთოდ დაიხუროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები