სასტუმრო “ბილტმორში” ენეაგრამას დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართება. 23 თებერვალს საქართველოს ენეაგრამას ასოციაცია IEA Georgia-ს ორგანიზებით დაგეგმილ ღონისძიებაზე სიტყვით სპიკერები: გია ცხოვრებაძე, ილია ნიკაჭაძე და თამარ კანაშვილი გამოვლენ.
“ყველას, ვისაც გაინტერესებთ და გიყვართ ენეაგრამა შეხვედრაზე გელოდებათ სპიკერები, ენეაგრამა ვარსკლავების მილოცვები, ენეაგრამა ელჩების დაჯილდოება და საინტერესო საჩუქრები”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ღონისძიებაზე გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან, რომლებსაც სპონსორებისგან სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
რეგისტრაციის გასავლელად, გადადით ბმულზე.