ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა.
მთავრობის ახალი წევრები საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.
ილია ელოშვილი და ლევან დავითაშვილი დღემდე, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდნენ.
სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მინისტრებმა არჩევნებში მონაწილეობის გამო თანამდებობები დღეს დატოვეს.