ენერგეტიკის მინიტრის, ილია ელოშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება. აღნიშნულის შესახებ ელოშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე განმარტებით, ასევე არ სმენია ინფორმაცია რამდენიმე სამინისტროს შესაძლო გაერთიანების შესახებ.
“წარმოდგენა არ მაქვს, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მე ვიცი, რომ არაფერი იგეგმება”, – განაცხადა ელოშვილმა.