LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ენერგო-პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის თურქეთში ექსპორტისთვის ლინცენზიას ითხოვს

52

”ენერგო-პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის თურქეთში ექსპორტსთვის სემეკში ლიცენზიას ითხოვს.ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისია აღნიშნულ საკითხს ხვალინდელ სხდომაზე განიხილავს.

როგორც ”ფორტუნას” ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, კომპანიამ გადაცემის ლიცენზია უნდა მიიღოს, რათა განისაზღვროს რა მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტს განახორციელებს.

”ენერგო-პრო ჯორჯიას” აქვს მოთხოვნილი პროექტზე წინასწარი გადაცემის ლიცენზიის ნებართვის აღება. ეს ექსპორტს – ელექტროენერგიის თურქეთში გატანას უკავშირდება. გადაწყვეტილებას კომისია ხვალ მიიღებს” – განუცხადეს ”ფორტუნას” სემეკ-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g