„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აბონენტთა მომსახურების ახალი ცენტრები გახსნა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ცენტრის დანიშნულებას წარმოადგენს აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, აბონენტებისთვის კომფორტული მომსახურების გარემოს შექმნა, შემოსულ განცხადებებზე სწრაფი და დროული რეაგირება.
მათივე ცნობით, ყველა ახალი მომსახურების ცენტრი იქნება უნივერსალური და მოემსახურება არა მხოლოდ მის ქალაქში არსებულ აბონენტებს, არამედ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნებისმიერ მომხმარებელს. კიდევ უფრო გამარტივებული იქნება განცხადების მიღებისა და მასზე რეაგირების პროცედურები, რაც აბონენტთა მომსახურების ეფექტურობას გაზრდის.
„კომპანიის აბონენტთა მომსახურების ცენტრებში, ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება კომფორტულ გარემოში, უშუალოდ ოპერატორთან შემოიტანოს განცხადება და კონსულტაცია გაიაროს მისთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ამ დროისთვის მომსახურების ცენტრები თბილისსა და ქუთაისშია გახსნილი. უახლოეს მომავალში აბონენტთა მომსახურების ცენტრები გაიხსნება გორში და კომპანიის სხვა ფილიალებშიც“, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე თქმით, აბონენტთა მომსახურების კუთხით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ფუნქციონირებს „ქოლ ცენტრიც“, რომელიც 24 -საათიან რეჟიმში მუშაობს.
„აბონენტს დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიის აბონენტთა მომსახურების სამსახურს და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. ქოლ ცენტრის ნომერია: 0322471707. გარდა ამისა, აბონენტებს შეუძლიათ მოიწერონ კომპანიის სოციალურ გვერდზე და ელ-მისამართზე: [email protected]. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მომავალშიც განაგრძობს აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, ახალი პროექტების დანერგვას“, – აცხადებენ კომპანიაში.