უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ენერგოდარში, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, მასშტაბური აფეთქება მოხდა.
მოსახლეობა ელექტროენერგიის და წყლის გარეშეა დარჩენილი.
ენერგოდარის მერმა, დიმიტრი ორლოვმა განაცხადა, რომ „ახლა მომხდარის შესახებ ყველა გარემოება ზუსტდება“.
მერს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
„დღეს 12:20 წუთზე ქალაქ ენერგოდარის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ გაიგონეს მასშტაბური აფეთქების ხმა, რის შემდეგაც ქალაქში ერთდროულად გაითიშა წყალი და ელექტროენერგია“. – განაცხადა მერმა.
ცნობისთვის, 5 სექტემბერს, დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრისას, ქალაქში კიდევ ერთი ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა.