21 საცხოვრებელი ბლოკი, სკოლა, ბაღი, აუზი და 5 კილომეტრზე გადაჭიმული ველობილიკი – „მონოლით გრინ სითის“ მშენებლობა ორთაჭალაში აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს და პირველი ეტაპი წლის ბოლოს დასრულდება. “მონოლით ჯგუფი” მომხმარებლებს ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებას და მაქსიმალურად მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. კომპანიის გეგმებისა და მიმდინარე პროექტის შესახებ “ბიზნესნიუსის” ეთერში “მონოლით ჯგუფის” გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა ნუკი პაიჭაძემ ისაუბრა.
რა გზა განვლო „მონოლით ჯგუფმა“ ქართულ სამშენებლო ბაზარზე და რა მომსახურებას სთავაზობს ის მომხმარებელს?
“მონოლით ჯგუფი” 2013 წლიდან არის ბაზარზე და ამ 9-წლიანი შრომის შედეგად, უკვე ძალიან ბევრი წარმატებულად დასრულებული პროექტი გვაქვს და გვყავს დაახლოებით 3000-ზე მეტი მობინადრე.
რა პროექტები გაქვთ განხორციელებული თბილისში და მოგვიყევით მიმდინარე პროექტის შესახებ.
თბილისის სხვადასხვა უბანში გვაქვს დასრულებული პროექტები, რომლებიც მობინადრეები უკვე ცხოვრობენ. რაც შეეხება ახალ პროექტს, ძალიან მასშტაბური პროექტი გვაქვს დაწყებული ორთაჭალაში – „მონოლით გრინ სითი“, რომელიც მოიცავს 21 საცხოვრებელ ბლოკს. პროექტი არის გადაჭიმული 12 ჰექტარზე, სადაც მდებარეობს, სკოლა, ბაღი, აუზი, დენდროლოგიური ბაღი, სკვერები, სატრენაჟორო დარბაზი, 5 კილომეტრზე იქნება გადაჭიმული ველობილიკი. მომხმარებელს სრულ კომფორტს ვუქმნით იმისთვის, რომ პირველადი საჭიროებისთვის გასვლა არსად დასჭირდეს, ყველაფერი იქნება შიგნით გათვალისწინებული.
რამდენად ექცევა ყურადღება მომხმარებელთან კომუნიკაციას და რა სერვისს სთავაზობთ მყიდველებს?
ყველაზე სენსიტიური მომხმარებლისთვის არის შესყიდვის პირობები, საკმაოდ მრავალფეროვან პირობას ვთავაზობთ, გვაქვს საბანკო განვადება და ჩვენი პარტნიორი არის “საქართველოს ბანკი”. ოფისში გვყავს “საქართველოს ბანკის” წარმომადგენელი და ვისაც იპოთეკით უნდა ბინის შეძენა, გვაქვს ძალიან გამარტივებული მეთოდი. ასევე, გვაქვს შიდა განვადება, ჯამურად არის 17-წლიანი, აქედან 2 წელი არის უპროცენტო, ჩვენთან იხდის მყიდველი, შემდეგ გადადის ბანკზე. ძალიან ლოიალურები ვართ და ბევრ პირობას ვაძლევთ გადახდისას.
რა ტიპის მომხმარებელზე მუშაობთ? და ვინ არის თქვენი სეგმენტი?
ამ ეტაპზე, ფასებიდან გამომდინარე, ჩვენ გვიჭირავს ძალიან საშუალო ლოიალური ფასი, მით უმეტეს იმ უბნისთვის, სადაც ვართ წარმოდგენილები. ორთაჭალის უბნისთვის მოვიცავთ, ძირითადად საშუალო ფენას და ნებისმიერ ფენას, რადგან ბინების ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს.
რა საფეხურების გავლა უწევს თქვენთან მოსულ პირს, რომელსაც სურს ბინის შეძენა?
ჩვენ გაქვს ოფისები, სადაც გვყავს გაყიდვების მენეჯერები, უშუალოდ ოფისში მოსვლის შემდეგ ხდება მისთვის მაქსიმალურად მორგებული, როგორიც მას უნდა, ისეთი ბინის შეთავაზება. შემდეგ ადგილზეც აჩვენებენ ჩვენი მენეჯერები და მაქსიმალურად კომფორტია იმისთვის, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით ოფისში დასრულდეს, იქვე იყიდოს ბინა, იქვე დავასრულოთ ხელშეკრულება.
როგორ არჩევთ იმ ლოკაციებს, სადაც ხორციელდება მშენებლობა?
ჩვენი პროექტის ერთ-ერთი ბენეფიტი არის ლოკაცია. პროექტი მდებარეობს ორთაჭალაში, 12 ჰექტარზე და მასშტაბიდან გამომდინარე, ნაწილი ეკუთვნის ორთაჭალას, ნაწილი – კრწანისს. ადამიანებს, ვისაც მობეზრდათ, არ შეუძლიათ ხმაური, საცობები და უნდათ ქალაქგარეთ გასვლა, შეუძლიათ, მოგვმართონ, რადგან ჩვენი პროექტი მდებარეობს ისეთ ადგილას, რომ არის ქალაქთან ძალიან ახლოს და ამავდროულად, მოშორებით, ეკოლოგიურად შედარებით სუფთა ადგილას.
რა ტენდენციებია ქართულ სამშენებლო ბაზარზე? რას აქცევენ მომხმარებლები განსაკუთრებულ ყურადღებას ?
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ალბათ ეზო, გამწვანება, საბავშვო სკვერები. პანდემიამ უფრო დაგვანახა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საცხოვრებელ გარემოს ჰქონდეს დაცული ეზო, რომ ადამიანებმა შეძლონ იქ მოსვენება, გასვლა, ბავშვის უსაფრთხოდ გაშვება – პირველ პლანზე ეს არის წამოწეული და ამას კარგად ერგება ჩვენი ახალი პროექტი „მონოლით გრინ სითი“. ჩვენ გვექნება დენდროლოგიური ბაღი, საბავშვო სკვერები. მანქანების მოძრაობა იქნება წრიულად. ამ ადგილებში, სადაც ბაღები იქნება, მანქანა ვერ მოხვდება, ამიტომ იქნება ძალიან დაცული.
სამშენებლო მასალების ხარისხსაც რომ შევეხოთ, რა მიდგომა გაქვთ ამ მიმართულებით?
ჩვენი ჯგუფი იყენებს საუკეთესო სამშენებლო მასალებს, რაც მთავარია და ყველაზე მნიშვნელოვანია, ენერგოეფექტური მასალები გვაქვს, რაც კომუნალურ გადასახადებს 45%-მდე ზოგავს ზამთარში. სამშენებლო მასალების ფასები გაორმაგდა და გასამმაგდა პანდემიის მიწურულს. მერე დაემთხვა რეგიონში ომი და ამან იმოქმედა, რა თქმა უნდა, ბინის ღირებულებაზე, თუმცა მნიშვნელოვნად არა.
როგორი დამსაქმებელია „მონოლით ჯგუფი“? როგორ არჩევთ თანამშრომლებს?
2013 წლიდან მოყოლებული კომპანია ნელ-ნელა გაიზარდა, დღითი დღე გვემატება კადრები და ყოველთვიურად ვიზრდებით.
როდის გეგმავთ „მონოლით გრინ სითის“ პროექტის დასრულებას? სამომავლოდ სად აპირებთ კიდევ ახალი მშენებლობების დაწყებას?
მასშტაბურობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე სამომავლო გეგმებზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა გეგმებიც, რომლებიც მოლაპარაკების ეტაპზეა. „მონოლით გრინ სითის“ პროექტი დავყავით ფაზებად. პირველი ფაზის მშენებლობა, სადაც არის 5 5-სართულიანი კორპუსი, ამ წლის ბოლოს სრულდება და მოსახლეობას შეუძლია შევიდეს, გაარემონტოს და იცხოვროს. მეორე ფაზაში 4 კორპუსის მშენებლობა 2023 წლის დეკემბერში დასრულდება, მესამე ფაზის მშენებლობის დასრულება კი გულისხმობს უკვე მთლიანი კომპლექსის დასრულებას და ეს არის 2024 წლის დეკემბერში. ამ დროისათვის, უკვე სრულად იქნება დასრულებული კომპლექსი, თავისი გამწვანებით, რეკრეაციული ზონებით, აუზით და იმ ყველაფრით, რაც ჩამოვთვალე.