LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენი გასიევა: „არა რუსულ კანონს! დღეს აუცილებლად ვიკრიბებით… მჯერა ერთად ყველაფერს შევძლებთ“

177
ენი გასიევა

მსახიობ გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე, ენი გასიევა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, შეურთდნენ დღეს დაგეგმილ აქციებს.

„არა რუსულ კანონს! დღეს აუცილებლად ვიკრიბებით ისევ ერთად…

აუცილებლად უნდა გაიწვიონ ეს [კანონპროექტი] როგორც ეს შარშან მოხდა. მჯერა, რომ ერთად, თანადგომით ყველაფერს შევძლებთ“, – ამბობს ენი გასიევა მიმართვაში.

ცნობისთვის, პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორების განცხადებაშია აღნიშნული, აქციები 12:00 და 19:00 საათზე არის დაგეგმილი.

@eny_eny44

ერთად ყველაფერს შევძლებთ 🇬🇪🇪🇺❤️

♬ original sound – Make Up Tutorials

„საქართველოს მთავრობა 30 აპრილს „რუსული კანონის” მეორე მოსმენით მიღებას აპირებს. ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ვიკრიბებით პარლამენტთან: დილას 12:00 საათზე და საღამოს 19:00 საათზე“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.