ენი ჰეთეუეი გასულ წელს ტაბლოიდების გმირი იყო, როცა ის ორსული ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ფოტოგრაფების ყურადღება მის მიმართ არც ამჯერად განელებულა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მსახიობმა იმშობიარა.
ამჯერად ოსკაროსანი მსახიობი მეუღლესთან, ადამ შულმანთან ერთად ჰოლივუდში სეირნობისას გადაიღეს. ენ ჰეთეუეი საგულდაგულოდ მალავდა ახლადდაბედებულ ვაჟს, რათა მისი სახე პაპარაცებს არ დაეფიქსირებინათ. თავად ჰეთეუეი არ გაღიზიანებულა ფოტოგრაფების დანახვისას და მათ გაუღიმა კიდეც, თუმცა პატარა ჯონათანის გადაღების უფლება არ მიუცია. მსახიობმა უკვე მოასწრო წონაში დაკლებაც და ფანტასტიკურად გამოიყურება. ამას დედის დღეს გადაღებული ფოტოები ადასტურებს, სადაც ჰეთეუეი შეუდარებელია.