ჰოლივუდელი მსახიობი ენი ჰეთეუეი დედა სულ მალე გახდება, მსახიობი პირადი ცხოვრების დამალვას პაპარაცებისგან მთელი მონდომებით ცდილობს. ამის მიუხედავად, ფოტორეპორტიორებმა ჰეთეუეის გადაღება მაინც მოახერხეს, შაბათ-კვირას ქმართან სეირნობის დროს გადაიღეს.
ენი პარკ Runyon Canyon-ში, ლოს-ანჯელესში ქმართან ადამ შულმანთან ერთად იმყოფებოდა. მსახიობს მჭიდრო ელასტიკი, ნახევრად გამჭვირვვალე მაისური და ბოტასი ეცვა. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ჰეთეუეი ძალიან ბედნიერი ჩანდა.