LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ დაკავებულ აქტივისტებს სამთავრობო ცვლილების შემდეგ კომპენსაციას ჰპირდება

80
ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილი განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში საპროტესტო აქციებზე დაჯარიმებულ აქტივისტებს ჯარიმების თანხას ორმაგად აუნაზღაურებენ, დაკავებულებს და მათ ოჯახებს კი ფულად კომპენსაციას გადაუხდიან. ამის შესახებ ხაბეიშვილმა დღეს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს მეორე მხარე, ვგულისხმობ მოსამართლეებს და პოლიციელებს, რომლებიც გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით იღებენ. მეგობრებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ, როცა მტკიცებულებების გარეშე გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიდიხართ, უკანონოდ აკავებთ სამოქალაქო აქტივისტებს, თქვენ სჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს.

ვგულისხმობ იმ პოლიციელებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ცრუ მოწმეები არიან ხოლმე სასამართლოზე და ასევე მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის განცხადებით, დაჯარიმებული აქტივისტების ნაწილს, ვისაც თანხა არ აქვს გადახდილი, ანგარიშები და ქონება დაყადაღებული აქვთ, რის გამოც ვერ ახერხებენ სრულფასოვნად ცხოვრებას. მათ შორის ვერ მუშაობენ და არ შეუძლიათ საკუთარი თანხის განკარგვა.

ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიციონერი აქტივისტების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც, რის გამოც მათ „გამოძიებაზე წლობით სიარული უწევთ“, დიდი ნაწილი კი ციხეშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები