„ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანთან, „ოცნების ტიტუშკები” „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ“, – ამის შესახებ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მარიამ დოლიძე კლინიკაშია გადაყვანილი.
„მარიამის თქმით, თავდამსხმელები იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში, აწყობდნენ პროვოკაციებს. მას შემდეგ კი, რაც მარიამმა კანონის მითითებით ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა – ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წარმომადგენელს. მარიამი საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქვს დაზიანებები მუცლისა და თავის არეში.
ეს ჩვენს წარმომადგენლებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, მთელი დღეა, წაგების აგონიაში მყოფი ივანიშვილის ტიტუშკები ფიზიკურად უსწორდებიან „ერთიანობის” წევრებს“, – ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.