LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენმ იმდენად დიდი პარტიაა, ყველას, ვინც გადაწყვეტს, მის ორბიტაზე შევიდეს, გადაყლაპავს” – ხატია დეკანოიძე

156
ხატია დეკანოიძე

ენმ იმდენად დიდი პარტიაა, ყველას, ვინც გადაწყვეტს, მის ორბიტაზე შევიდეს, გადაყლაპავს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე იქნება კონკრეტული პარტიები, მაგრამ მე მგონია, ჩემი დაკვირვებით, (ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ამ პარტიაში აღარ ვარ, ეს მანამდეც ნათქვამი მაქვს) „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად დიდი პარტიაა, რომ ყველას, ვინც გადაწყვეტს, რომ მის ორბიტაზე შევიდეს, გადაყლაპავს.

მე თუ მკითხავთ, ე.წ. სამეულს არ ვურჩევდი, რომ ამ ორბიტაზე შევიდეს. ზურა ჯაფარიძეს ჰქონდა თავისი სეგმენტი, ახალგაზრდული, ამავე დროს ძალიან ზრდადი, ყველა კვლევა აჩვენებდა მის ზრდას. არ მომისმენია, რომ მაინც და მაინც უნდა, ამ ორბიტაზე შევიდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე ასე შევხედავდი, რომ გაცილებით უფრო ზრდადი და დამოუკიდებელი მოთამაშე შეიძლებოდა ყოფილიყო”, – აცხადებს დეკანოიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g