LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ ხელისუფლებას კომპანია „დელტაკომთან“ კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

94

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას კომპანია „დელტაკომთან“ კორუფციულ გარიგებაში სდებს ბრალს. საქმე ქვეყნის მაშტაბით სათვალთვალო კამერების ტენდერის გარეშე შეძენას ეხება.

ოპოზიციური პარტიის ინფორმაციით, მთავრობამ „დელტაკომისგან“ სათვალთვალო კამერები ერთ პირთან მოლაპარაკებსის საფუძველზე,  ტენდერის გარეშე, შეიძინა, რაც პოლიტიკური კორუფციის მანიშნებელია.

როგორც „ფორტუნას“  ენმ-ში განუცხადეს, საკითხთან დაკავშირებით განმარტებისთვის დღეს პრემიერმინისტრსაც მიმართავენ.

„ვითხოვთ განმარტებას გიორგი კვირიკაშვილისგან,  62 გამგებელმა თავად გადაწყვიტა ერთდროულად მიემართათ „დელტაკომისთვის“ კამერების შესყიდვაზე თუ მათ ზეპირი დავალება მიეცათ მთავრობისგან კონკრეტულად ამ კომპანიისგან ეყიდათ აპარატურა. საკითხზე პრემიერისგან წერილობით განმართებას ვითხოვთ,“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, საქმე 3  400 000 ლარიან გარიგებას ეხება , პარტია პროკურატურას საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g