LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ მათ საქმიანობაში დესტრუქციის ელემენტი ძალიან ჭარბად იქნება წარმოდგენილი: ქადაგიშვილი

39
ირაკლი ქადაგიშვილი

უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის შექმნას ეხმიანება, მას დადებითად აფასებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარის თქმა მიანიშნებს, რომ პარტიის საქმიანობაში დესტრუქციის ელემენტები ჭარბად იქნება.

პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ შეიქმნება – თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე იქნება

“საქართველოს პარლამენტში დღეიდან უკვე 4 ფრაქცია და 1 პოლიტიკური ჯგუფი გვეყოლება. ბუნებრივია, რომ ფრაქციის შექმნა პარლამენტში პოლიტიკური ცხოვრების ინსტრუმენტია, მაგრამ ამავდროულად მათ მიერ ხელის არ მოწერა შარლ მიშელის დოკუმენტზე ნიშნავს იმას, რომ მათ საქმიანობაში დესტრუქციის ელემენტი ძალიან ჭარბად იქნება წარმოდგენილი.” – თქვა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, საპროცედურო და წესების კომიტეტმა პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” შექმნას მხარი დაუჭირა. ფრაქცია 32 წევრისგან შედგება, თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე იქნება, მოადგილეების თანამდებობებს კი ნატო ჩხეიძე, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ბოტკოველი დაიკავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები