LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ენმ”-სა და პრემიერმინისტრობის კანდოდატს შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა

69

კამათის ფონზე წარიმართა პარლამენტში პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატებთან “ნაციონალური მოძრაობის” შეხევდრა. ნიკა მელიას მამუკა ბახტაძესთან საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში დაკავშირებულ საკითხებთან – რკინიგზაში ტვირთბრუნვასთან და აუდისტის სამსახურის შესვალსთან დაკავშირებით ქონდა. “ენმ”-ის წევრი ასევე დაინტერესდა, რა ურთიერთობა აქვს პრემიერობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან, საქართველოს რკინიგზის ჭრლში.

მელიამ აღნიშნა, რომ მოკლე პასუხს ითხოვდა კითხვებზე, რადგან ეჭვი გამოთქვა, რომ წინა პრემიერის საკანონმდებლო ორგანოში ყოფნის მსგავსად შესაძლოა განვითარებულიყო მოვლენები, მელიამ გიორგი კვირიკაშვილთან პარლამენტში მომხდარი კამათი გაიხსენა.

“ადგებით და როგორც ეს გააკეთეთ კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტის დროს, ისე გააკეთებთ. იმედია დედის გინებაზე არ გადმოხვალთ,” – აღნიშნა მელიამ.

“ენმ”-ის წევრის ბრალდებებს უპასუხა პრემიერობის კანდიდატმა.

“ამ ინციდენტის გახსენება დადებუთად ნანდვილად არ გახასიათებთ” – პრემიერობის კანდიდატი მელიას რეპლიკამ გააღიზიანა. მელიასა და ბახტაძეს შორის კამათი ბიუროკრატიულ ხარჯებზეც გაგრძელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g