1-ელ ივლისს, რუსთაველის თეატრში ენრი ლოლაშვილის კინომუსიკა და რჩეული კომპოზიციები ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით აჟღერდება. კონცერტს პაატა ცეცხლაძე უდირიჟორებს.
მონაწილეობენ:
ნინო ქათამაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, სანდრო ნებიერიძე, დავით მალაზონია, პაპუნა შარიქაძე, დავით ჯაფარიძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, რეზო კიკნაძე, ლევან კემულარია.
წმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი (ხელმძღვანელი: სვიმონ ჯანგულაშვილი).
აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა (ხელმძღვანელი: ზვიად ბოლქვაძე )
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი (ხელმძღვანელი: ნიკოლოზ რაჭველი)
ბილეთები იყიდება biletebi.ge-ზე.
ღონისძიების ორგანიზატორია ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt.