LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა მშობლები გახდნენ

331

ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული წყვილი – ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი, ტყუპების მშობლები გახდნენ. 42 წლის მომღერალს და 36 წლის ჩოგბურთელს ქალიშვილი და ვაჟიშვილი 16 დეკემბერს, მაიამიში შეეძინათ. პატარებს ლუსი და ნიკოლასი დაარქვეს.

მთელი 9 თვე, ანამ და ენრიკემ შეძლეს და ორსულობა ჟურნალისტებისგან დამალეს. პატარების დაბადებამდე პრესამ ამ ფაქტის გაგება ვერ მოახერხა.

ყოფილი პირველი ჩოგანი და ესპანელი მომღერალი ერთად უკვე 15 წელზე მეტია არიან. მათ ერთმანეთი ენრიკეს კლიპის „Escape“ გადაღებებზე გაიცნეს. ცნობილია, რომ ამ დრომდე მათ ურთიერთობა არ დაუკანონებიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები