16 სექტემბერი მექსიკაში დამოუკიდებლობის დღეა. გაირკვა, რომ სახელმწიფოს სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, ლას-ვეგასი ღონისძიებების სერიას უმასპინძლებს, რომლის ერთ-ერთი კონცერტის ჰედლაინერი ენრიკე იგლესიასი იქნება.
ესპანელი შემსრულებლის ინფორმაციით, ის მიმდინარე წლის განმავლობაში შტატებში ერთადერთ შოუს გამართავს.
43 წლის მომღერლის მუსიკალური საღამო 14 სექტემბერს ცეზარის სასახლის კოლოსეუმში შედგება.
#VEGAS!! See you on September 14th at The Colosseum at Caesar's Palace! It will be the only show in the US this year!! There will be an special pre-sale for fans tomorrow at 10AM on Ticketmaster using the code "Despues2019" General sale this Saturday, April 13th at 10AM pic.twitter.com/RVcGJr0eeQ
— Enrique Iglesias (@enriqueiglesias) April 9, 2019
ცნობისთვის, გასულ წელს, მექსიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, კონცერტები ლას-ვეგაში ჯენიფერ ლოპესმა, ლუის მიგელმა, ჩაიანმა, რომეო სანტოსმა, ალეხანდრო ფერნანდესმა და კარლოს სანტანამ გამართეს.