ენრიკე იგლესიასის ვიდეოები, რომლებშიც მისი ტყუპები ჩანან, ინტერნეტმომხმარებლების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. გამონაკლისი არც ის უკანასკნელია, რომელიც 43 წლის ვარსკვლავმა ,,ინსტაგრამზე” ახლახან გამოაქვეყნა.
ვიდეოში, 11 თვის ნიკოლასი და ლუსი საბავშვო საქანელაზე სხედან, მამა კი მათ ართობს. საინტერესოა, რომ ლათინური პოპის მეფე ყურადღებას პატარებზე თანაბრად ანაწილებს, რამაც ,,გრემის” მფლობელი შემსრულებლის თაყვანისმცემლები კიდევ უფრო აღაფრთოვანა.
View this post on Instagram
Sunday School ?????? ….. ??????
A post shared by Enrique Iglesias (@enriqueiglesias) on
ცოტა ხნის წინ, ენრიკემ განაცხადა, რომ მამობამ რადიკალურად შეცვალა.
,,ბავშვები დიდ გავლენას ახდენენ ჩემზე. მეტად პასუხისმგებლიანი გავხდი. იმედი მაქვს, მაგარი და მხიარული მამა ვიქნები და არა მკაცრი”, – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში იგლესიასმა.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული წყვილი – ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა, ტყუპების მშობლები გასული წლის 16 დეკემბერს გახდნენ. მათი ურთიერთობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ ერთმანეთი 2001 წელს სიმღერის Escape გადაღებებზე გაიცნეს. მედიის ინფორმაციით, მომღერალი და ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი ერთმანეთს არაერთხელ დაშორდნენ, თუმცა როგორც ჩანს დრომ მათ გრძნობას ვერაფერი დააკლო. ისინი ქორწინებას უმნიშვნელო პროცესად თვლიან, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ ერთ დღეს გრანდიოზული ქორწილი გადაიხადონ.