LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენრიკე იგლესიასის ტყუპი დების დებიუტი Met Gala-ზე (ფოტო)

1356
victoriacristinamet8t-t

500-ზე მეტ სელებრითს შორის, რომელთაც ანა ვინტურისგან Met Gala-ს მოსაწვევები მიიღეს, აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც საზოგადოებამ თვალი პირველად მოჰკრა.

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე, ფოტოგრაფების ობიექტივში პირველად მოხვდნენ ხულიო იგლესიასის ქალიშვილები, ვიქტორია და კრისტინა, რომელთაც კოსტიუმების წვეულებაზე არჩევანი მამის უახლოესი მეგობრის, 82 წლის ასაკში გარდაცვლილი დიზაინერის, ოსკარ დე ლა რენტას კაბებზე შეაჩერეს.

აღსანიშანვაი, რომ ენრიკეს 18 წლის ტყუპი დები აქამდე საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდნენ. ამასთან, ცნობილია, რომ ისინი სამოდელო კარიერის მოწყობას გეგმავენ, რაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელ მეჯლისზე დებიუტის შემდეგ, მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

ცნობისთვის, ვიქტორია და კრისტინა, ხულიო იგლესიასისა და მირანდა რინსბურგის შვილები არიან. გოგონები ენრიკეს ნახევარდები არიან, რადგან ეს უკანასკნელი ლეგენდარულ შემსრულებელს, ისაბელ პრეისლერთან ქორწინებიდან ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები