გასული წლის ბოლოს, ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა ტყუპების მშობლები გახდნენ. მომღერლისთვის და ჩოგბურთელისთვის ეს პირველი შვილები არიან. ბედნიერი მშობლები პერიოდულად აზიარებენ პატარების ფოტოებს.
ამ დღეებში ესპანელმა მომღერალმა 5 თვის ქალიშვილის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ვერ ვიჯერებ, რომ მყავხარ…“.
ფოტოს უამრავი პოზიტიური კომენტარი მოჰყვა.
